კახა კინწურაშვილი აქციას შეუერთდა

17.11.24 21:39
კახა კინწურაშვილი აქციას შეუერთდა

 

 

ყველამ უნდა გადაწყვიტოს რისთვის იბრძვის  - ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მსახიობი დედაქალაქში მიმდინარე აქციას შვილთან ერთად უერთდება. 

ხანდახან, სიტყვებს რაღაც ფორმით გამოხატავს ფორმა. მე აქ ვარ ჩემს შვილთან ერთად, მე ზუსტად ვიცი რისთვის ვიბრძვი, ყველამ უნდა გადაწყვიტოს რისთვის იბრძვის"- განაცხადა მან. 

ამ დროს მონაცემებით, კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს. მათი თქმით, პროტესტი 24-საათიანი იქნება. 

დემონტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ისინი ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.

მსგავსი სიახლეები