თსუ-ს კარი სტუდენტების ნაწილისთვის ჩაიკეტა - არსებობს ვარაუდი, რომ უნივერსიტეტი სპეცრაზმელების სამალავია

19.11.24 17:25
თსუ-ს კარი სტუდენტების ნაწილისთვის ჩაიკეტა - არსებობს ვარაუდი, რომ უნივერსიტეტი სპეცრაზმელების სამალავია

 

 

გადადგეს ჯაბა სამუშია - ეს მოთხოვნა სტუდენტებს შორის მას შემდეგ გაჩნდა, რაც რექტორმა საგანგებო რეჟიმი აამოქმედა. სტუდენტებს აქვთ ვარაუდი, რომ უნივერსიტეტი სპეცრაზმელების სამალავია. 

ჩაკეტილია უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მთავარი შესასვლელიც, სადაც კონკრეტული პირები დააყენეს სტუდენტებს კი შენობაში  სპეციალური სიებით უშვებენ.  

სტუდენტების ნაწილის მონაყოლის თანახმად, ვინც აქციის მონაწილე არ არის და  გაყალბებულ არჩევნებს არ აპროტესტებს, მისთვის შეზღუდვებიც არ არსებობს. 

ჩვეულებრივი განუკითხაობაა, ამაზე პასუხს აუციებლად მოვითხოვთ. გამოვიდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია და გაგვცეს კითხვაზე პასუხი, რატომ არ გვიშვებენ უნივერსიტეტში და რატომ არის სიებით შესვლა?! ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში სპეცრაზმისთვის არის ადგილი, მაგრამ არ არის სტუდენტების ადგილი"- ამბობს "პირველებთან" სტუდენტი. 

რატომ ითხოვენ თსუ-ს რექტორის გადადგომას

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების მიხევით, დილით თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის დაშლის დაწყებამდე საპოლიციო ძალების ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში შევიდა.

სტუდენტები და ლექტორების ნაწილი ჯაბა სამუშიასგან ითხოვენ განმარტებას, როგორ მოხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები უნივერსიტეტის ეზოში.

“მრავალკუთხედის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ შედის ჭავჭავაძის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სპეციალური დანიშნულების რაზმი.

შემთხვევითი არ არის, რომ უნივერსიტეტის ეზოდან გამოვიდნენ სპეცრაზმელები - უნივერსიტეტის რექორმა აუცილებლად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, არამარტო იმაზე რაც გუშინ მოხდა, არამედ იმაზე რომ პარასკევის შემდეგ ჩვენ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება არ გვაქვს"- აღნიშნავს სტუდენტი. 

ამავე თემაზე:

 

 

მსგავსი სიახლეები