ძალიან აღმაშფოთებელია, რომ თსუ-ის ტერიტორია გამოიყენეს რობოკოპების დასაბანაკებლად - ნინო ლაპიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ნინო ლაპიაშვილი აღმაშფოთებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ “უნივერსიტეტის მიმდებარედ შეკრებილთა დარბევა თსუ-ის ეზოდან გამოსული სპეცრაზმის მიერ მოხდა.“
ლაპიაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს, უნივერსიტეტის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ უკანონო ძალადობის სიმბოლოდ გადაქცევას.
“მოვუწოდებ რექტორს, გააკეთოს განმარტება“, - წერს ლაპიაშვილი.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დილით უნივერსიტეტის მიმდებარედ შეკრებილთა დარბევა მოხდა თსუ-ის ეზოდან გამოსული სპეცრაზმის მიერ.
ძალიან აღმაშფოთებელია, რომ თსუ-ის ტერიტორია გამოიყენეს რობოკოპების დასაბანაკებლად.
დაუშვებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ უკანონო ძალადობის სიმბოლოდ გადაქცევა.
როგორც თსუ-ის თანამშრომელი ვგმობ საუნივერსიტეტო სივრცის კონსტიტუციური უფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების პლაცდარმად გამოყენებას და მოვუწოდებ რექტორს, გააკეთოს განმარტება“, - წერს ლაპიაშვილი.
ამავე თემაზე:
- “მაისის სტუდენტური მოძრაობა“ თსუ-ის რექტორატის და ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვს
- რა უნდოდა სპეცრაზმს აკადემიურ სივრცეში? გააკეთეთ განცხადება - თსუ-ს ლექტორი