ირანის ელჩი განმარტავს, ვინ იყო საქართველოს ავღანეთთან ვაჭრობის ინიციატორი

29.10.26 15:48
ირანის ელჩი განმარტავს, ვინ იყო საქართველოს ავღანეთთან ვაჭრობის ინიციატორი

 

 

 

ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს ავღანეთთან ვაჭრობისკენ მოუწოდებს და ავღანეთის ბაზრის პოტენციალსა და საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრობს.

მან დღეს “პირველებთან“ განმარტება გააკეთა, თუ ვინ იყო საქართველოს ავღანეთთან ვაჭრობის ინიციატორი. როგორც მოჯანმა თქვა, თხოვნა ავღანეთის სავაჭრო პალატიდან მიიღო, ასევე თხოვნა იყო ქართული ბიზნესიდანაც და მან ორივე მხარის მოთხოვნა განახორციელა. 

იყო ავღანეთიდანაც თხოვნა, ავღანეთის სავაჭრო პალატამ გვთხოვა რომ დავხმარებოდით საქართველოსთან კომუნიკაციაში, რაც განვახორციელეთ. საქართველოს შესაბამის უწყებებსაც გადავეცით მათი თხოვნა. ასევე მოთხოვნა იყო ერაყიდან, რომ მათ დავხმარებოდით, საქართველოსთან ეს სავაჭრო ბიზნესურთიერთობები უფრო გაამყარონ, ასევე იყო ქართული ბიზნესიდან დაინტერესება რომ დავეხმაროთ მათ. მე ვიყავი ავღანეთში ირანის პრეზიდენტოს სპეციალური წარმომადგენელი და დაკავებული ვიყავი პოლიტიკური საკითხებით, აქედან გამომდინარე,ისეთი პირადი კავშირები არ მაქვს, რომ ეკონომიკური საკითხებით ვიყო დაკავებული. თხოვნა, რომელიც გაჟღერდა ავღანელების მხრიდან ეს იყო თვითონ ავღანეთის სავაჭრო პალატა , მის უკან დგას სახელმწიფო.
ასევე ირანი არის დიდი ბაზარი ყველაფერს გაყიდი. ხორცპროდუქტები, ლიმონათი ყველი, მარტო მანქანა არ გვაინტერესებს, - განაცხადა ალი მოჯანმა. 

მსგავსი სიახლეები