საპროტესტო აქცია თბილისში - ლექტორები და სტუდენტები 24 ნოემბერს მსვლელობას მოაწყობენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პროტესტს პროფესორ-მასწავლებლებიც შეუერთდნენ - ლექტორებმა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ერთად აქცია კვირას, 24 ნოემბეს დააანონსეს.
საპროტესტო მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება. პროფესორები სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ და რექტორ საბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
მათივე თქმით, სამუშიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ძალოვნების შემოსვლასთან დაკავშირებით.
თსუ-ს რექტორი ბატონი სამუშია უნდა გადაგეს და მან უნდა აიღოს პერსონალური პასუხისმგებლობა, რომელმაც დაუშვა ის, რომ თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შემოვიდნენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და ამ ტერიტორიიდან დაიძრნენ თავისუფალი ხმის ჩასახშობად'', - ამბობს ერთ- ერთი პროფესორი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს. სტუდენტებთან ერთად პროტესტს პროფესორ-მასწავლებლებიც უერთდებიან. საგანგებო განცხადებას 400-მდე ლექტორი და დოქტორანტი აწერს ხელს.