შეუპოვარ ახალგაზრდებს რუსული ხელისუფლება მომავალს ვერ წაართმევს - სოფო ჯაფარიძე

24.11.24 13:39
შეუპოვარ ახალგაზრდებს რუსული ხელისუფლება მომავალს ვერ წაართმევს - სოფო ჯაფარიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ საპროტესტოს აქციებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშნელობაზე საუბრობს. პოლიტიკოსის თქმით, ახალი თაობა, ის ახალგაზრდები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, არასდროს დაუშვებენ, რომ ხელისუფლებამ მათ ევროპული მომავალი მოპაროს.  

ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროცესში არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი, მართლაც შეუპოვარი ახალგაზრდების, რომლებიც დაბადებულები არიან დამოუკიდებელ საქართველოში და რომლებსაც ვერასდროს რუსული ხელისუფლება მომავალს ვერ წაართმევს. ისინი არასდროს დაუშვებენ იმას, რომ ამ ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი მოიპაროს და მოიტაცოს ისე, როგორც მოგვპარეს, სამწუხაროდ, არჩევნები. ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ, ის იქნება უწყვეტი, - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

არაღიარებული პარლამენტის შეკრებამდე 24 სააათით ადრე ხალხი ქუჩაში გამოდის. დღეს 21:00 საათიდან პროტესტის ეპიცენტრი რესპუბლიკის მოედანი იქნება. პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ქუჩაში ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნებზე მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვა და მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია. შეკრების შემდეგ მომიტინგეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტის შენობის წინ მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ და ღამეს ადგილზე გაათევენ. 

მსგავსი სიახლეები