საქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
საქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, შენობაში დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებაზე მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები დაიშვებიან. მათივე ცნობით, შენობაში ასევე დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, - ნათქვამია განცხადებაში.
არაღიარებული პარლამენტის შეკრებამდე 24 სააათით ადრე ხალხი ქუჩაში გამოდის. დღეს 21:00 საათიდან პროტესტის ეპიცენტრი რესპუბლიკის მოედანი იქნება. პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ქუჩაში ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნებზე მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვა და მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია. შეკრების შემდეგ მომიტინგეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტის შენობის წინ მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ და ღამეს ადგილზე გაათევენ.