გაათენე საქართველოსთვის - სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიდიან
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. ვიდრე მსვლელობით რესპუბლიკის მოედანზე მივიდოდნენ, ისინი მცირე ხნით რუსთაველის მეტროსთან შეჩერდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიტაცებულ არჩევნებს არ შეეგუებიან და სამართლიანობის აღსადგენად ბოლომდე იბრძოლებენ.
ქართველი ხალხი ავტორიტარულ რეჟიმს არ შეეგუება, ქართელი ხალხი არასდროს შეეგუება იმ გაყალბებულ არჩევნებს, რომელიც „ოცნებამ“ ჩაატარა. უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ხვალინდელი დღე არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დე ფაქტო პარლამენტი იკრიბება, თვითმარქვია პარლამენტარები აპირებენ მისვლას პარლამენტში, თუმცა მათ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.
დღეს თბილისი საპროტესტო ეპიცენტრი მთელი დღის განმავლობაში იყო. დილიდან ამ დრომდე რამდენიმე აქცია უკვე გაიმართა. საღამოს 21:00 საათზე კი მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გაიმართება. აქციის მონაწილეები იქ კარვებს გაშლიან და ღამეს გაათენებენ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ დილიდან "ოცნება" გეგმავს, პარლამენტის პირველი სხდომა გამართოს. პროდასავლური ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი ალაგიტიმურია და ამიტომ, პარლამენტის შეკრების პარალელურად პროტესტს აანონსებს.