ოპოზიცია ოცნებას ამხელს: სამეგრელოდან ბათუმში 4 მიკროავტობუსი ხალხი ჩამოიყვანა და ხმა ყველა უბანზე მიაცემინეს
კოალიცია ცვლილებების წევრი, გირჩის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ გორგაძე, რომელიც თბილისში საპროტესტოს აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა, არჩევნების გაყალბების დეტალებს ჰყვება.
მისი თქმით, საკუთარი თალით ნახა, როგორ ჩაიყვანა "ოცნებამ" სამეგრელოდან ბათუმში 4 მიკროავტობუსთ ხალხი, რომლებმაც ხმა, ფაქტობრივად, ყველა უბანზე მისცეს.
თემურ გორგაძე ამბობს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო და მსგავსი ბევრი დანაშაულია "ოცნების" კისერზე.
„ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ის, რომ მაგალითად, ბათუმში სამეგრელოდან ჰყავდა 4 მიკროავტობუსი ჩამოყვანილი და ეს ხალხი დადიოდა და 83-ვე უბანზე აძლევდა ხმას. ეს ვნახე ჩემი თვალით. ტყუილს იძახის „ქართული ოცნება“. ეს მათაც ძალიან კარგად იციან. შიდა საუბრებში რომ ველაპარაკები, თითონაც იციან, რომ მიიტაცეს. როგორც ვიცი, მერე აჭარიდან სამეგრელოში ჩაიყვანეს და ასე ატარებდნენ, - ამბობს თემურ გორგაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში დედაქალაქში რეგიონებიდან წამოსული ავტოკოლონები შემოდიან. მოქალაქეები გეგმავენ ღამე პარლამენტთან გაათენონ და ხვალ დილით, არალეგიტიმურ პარლამენტს პირველი სესიის გამართის საშუალება არ მისცენ.