მიწერე წერილი ევროკავშირს - რუსთაველზე სპეციალური სტენდი დაიდგმება
მიწერე წერილი ევროკავშირს - რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ, სპეციალური სტენდი მოეწყობა. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ევროკავშირის ლიდერებს წერილი მისწერონ, რომელიც ბრიუსელში ხვალ გაიგზავნება.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, გაირკვა ისიც, რომ სამშაბათს, 26 ნოემბერს ევროპარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი გამოვა - სალომე ზურაბიშვილი ხალხის სახელით ევროპარლამენტს მიმართავს.
გაყალბებული არჩევნების შემდეგ პაარლამენტის შენობაში ხვალ პირველი სესია ოპოზიციის გარეშე და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე ჩატარდება. "ქართული ოცნების" წევრები დარბაზში მარტო იქნებიან.
პარლამენტში პირველი შეკრება "ოცნებისთვის" მშვიდად არ ჩაივლის, ქუჩაში ხალხი მიტაცებულ არჩევნებს აპროტესტებს.