პოლიცია არის ივანიშვილის პირადი გვარდია - ნიკა გვარამია
პოლიცია არის ივანიშვილის პირადი გვარდია - კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ პოლიციას მაინც მოუწევს უკან დახევა და ხალხის გატარება რუსთაველის გამზირისკენ.
გვარამია ახლა მის თანამებრძოლებთან ერთად რუსთაველიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიდის, რათა იქ პოლიციე მიერ გაჩერებულ ხალხს დაეხმაროს.
პოლიციას ეშინია საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის. ეს პოლიცია არის ივანიშვილის პირადი გვარდია. მივიდვართ, რომ ჩვენი პატრიოტები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე არიან და არ უშვებენ რუსთაველზე, უზრუნველყოთ, რომ აქ მოვიდნენ. იქნება ახალი არჩევნები, ტყუილა წვალობს ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს გვარამია.
მსგავსი სიახლეები
იძულებული გავხდით, Ctrl F-ით მოგვეძებნა სიტყვა გახარია - ექს-პრემიერის გუნდში ამბობენ, რომ გაუგებარია, რატომ კრძალავს "ოცნება" მათ პარტიას
"საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ სარჩელში მოყვანილი ფაქტების 90 პროცენტი ტყუილია და ის მხოლოდ პროპაგანდისტულ მესიჯებს ემსახურება"