პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები ჩაკეტა
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები ჩაკეტა - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები განლაგებულები არიან საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა და უკანა შესასვლელებთან.
ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე გომალეურის უწყების თანამშრომლები რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ.
პოლიციელების ცოცხალი კედლის უკან, ნიღბიანი ადამიანები დგანან.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 26 ოქტომბრს "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მოიპარა.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 21:09
იძულებული გავხდით, Ctrl F-ით მოგვეძებნა სიტყვა გახარია - ექს-პრემიერის გუნდში ამბობენ, რომ გაუგებარია, რატომ კრძალავს "ოცნება" მათ პარტიას
"საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ სარჩელში მოყვანილი ფაქტების 90 პროცენტი ტყუილია და ის მხოლოდ პროპაგანდისტულ მესიჯებს ემსახურება"