გომელაურის უწყებამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

25.11.24 08:01
გომელაურის უწყებამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

გომელაურის უწყებამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა - 44 წლის კაცს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს ამტკიცებს, რომ ბრალდებული პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

უწყება წერს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მელიქიშვილის გამზირზე, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილე, 20 წლის მუსიკოსი, მათე დევიძე დააკავეს. 

მათე დევიძის საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

22 ნოემბერს მოსამართლე დავით კუპატაძემ,  20 წლის მათეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა. 

 

 

მსგავსი სიახლეები