ირაკლი კობახიძემ მთავრობა შეცვალა
საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია - რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ პოსტებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტოვებენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატად კობახიძემ მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა. იუსტიციის მინისტრი ანრო ოხანაშვილი გახდება.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას დავით სონღულაშვილი შეცვლის.
პრემიერი კობახიძე თანამდებობიდან გაშვებულ ყოფილ მინისტრებს "მაღალ თანამდებობობებს" ჰპირდება.
აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა არაერთხელ მისცა ხმა რუსულ კანონს პარლამენტში.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 21:09
იძულებული გავხდით, Ctrl F-ით მოგვეძებნა სიტყვა გახარია - ექს-პრემიერის გუნდში ამბობენ, რომ გაუგებარია, რატომ კრძალავს "ოცნება" მათ პარტიას
"საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ სარჩელში მოყვანილი ფაქტების 90 პროცენტი ტყუილია და ის მხოლოდ პროპაგანდისტულ მესიჯებს ემსახურება"