XI მოწვევის პარლამენტის სხდომას მეუფე შიო არ ესწრება

25.11.24 13:46
XI მოწვევის პარლამენტის სხდომას მეუფე შიო არ ესწრება

XI მოწვევის პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც "ოცნება" სრულ იზოლაციაში ატარებს, მეუფე შიო არ ესწრება. სასულიერო პირების წარმომადგენლებიდან სესიაზე მხოლოდ საპატრიაროს პრესსასახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, მამა გიორგი ზვიადაძე და მამა მიქაელ ბოტკოველი იმყოფებიან. 

"ქართული ოცნება" პარლამენტის პირველ სხდომაზე, სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები არიან. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმის დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია. 

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრეზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები