თვითაღიარებული დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აღიარებს
"ოცნების" თვითაღიარებული დეპუტატი ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აღიარებს. ამის შესახებ მან მედიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ერთპარტიულმა პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
ამასთან, მმართველი გუნდის წევრის ამტკიცებდა, რომ "ოცნებას" ლეგიტიმაცია ხალხმა მიანიჭა.
პრეზიდენტს ჩვენ არ ვაღიარებთ. სულ რამდენიმე პარასკევი დარჩაო, კარგად არის ნათქვამი, ეს ერთი. მეორე - ყველაზე მთავარია, ლეგიტიმაცია მოგვანიჭა ჩვენ ქართველმა ხალხმა, ეს არის ჩვენთვის უმაღლესი ლეგიტიმაცია, - ამბობს ირაკლი კირცხალია.