"კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა" - Deutsche Welle ბიძინა ივანიშვილზე ვიდეოს აქვეყნებს

25.11.24 20:27
"კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა" - Deutsche Welle ბიძინა ივანიშვილზე ვიდეოს აქვეყნებს

საქართველოში გაყალბებული არჩევნებისა და ქართველი ხალხის მასობრივი პროტესტის შემდეგ, გერმანული გამოცემა Deutsche Welle ბიძინა ივანიშვილზე და მის ქონებაზე ვიდეოს აქვეყნებს.

გავლენიანი მედია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის აუარებელ სიმდიდრეზე - ძვირადღირებულ ნახატებზე, ზვიგენის აკვარიუმზე, იშვიათი ხეების კოლექციაზე ყვება და მას ყველაზე გავლენიან ფიგურად მოიხსენიებს, რომელმაც ქვეყანა იყიდა.

ეს კაცი (ბიძინა ივანიშვილი) ძვირადღირებულ ნახატებს, ზვიგენის აკვარიუმს, იშვიათი ხეების კოლექციას ფლობს. ვიღაცები ამბობენ, რომ მან მთელი ქვეყანა იყიდა. ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი და ყველაზე გავლენიანი ფიგურა, კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა. პრორუსულმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ", რომელიც მთავრობაშია 2012 წლიდან, ბოლოს გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა...

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, მიუწვდომელი ფიგურაა, რომელიც კრიტიკოსების თქმით, ქვეყანას ევროკავშირის ორბიტიდან აშორებს და რუსეთის ორბიტაში მიყავს. ოქტომბერში ივანიშვილის მიერ დაარსებულმა კონსერვატიულმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", სადავო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები