ცესკოს საპარლამენტო სიების ჩახსნის მოთხოვნით "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" ოფიციალურად მიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო სიების ჩახსნის მოთხოვნით წერილობითი განცხადება "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიტანა.
როგორც ადგილზე მყოფმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, "ერთიანობა" რუსულ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
სტრასბურგში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ჩვენ ვხსნით პარტიულ სიას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ წერილობითი განცხადება შევიტანეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ჩახსნან ჩვენი პარტიული სია. ჩვენ რუსულ პარლამენტში არაფერი გვესაქმება, ჩვენ ამ პროცესს არ მივანიჭებთ ლეგიტიმაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე და ეს გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.