პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით "ოცნება" უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს სხდომებს მართავს
„ქართული ოცნება“ ამ წუთებში პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომას მართავს, 0:30 საათზე კი პოლიტიკური საბჭოს სხდომაა ჩანიშნული. განცხადება 11:00 საათზე გაკეთდება.
კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის, მინიმუმ, 30 წევრი წარადგენს. კოლეგია ოპოზიციისგან და "ქართული ოცნებისგან" არის დაკომპლეტებული, მაგრამ გაყალებული არჩევნების გამო ოპოზიცია ამ პროცესში არ მონაწილეობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება - ერთი პარტიის წარდგენილი და ერთი პარტიის მხარადაჭერილი.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კომუნისტური პარტიის მდივნის არჩევნების გარდა ქვეყნაში ერთკაციანი არჩვნები არასდროს ყოფილა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა, ინაუგურაცია კი არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს.