"ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა

27.11.24 11:03
"ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყაველაშვილის სპორტულ კარიერაზე ისაუბრა და მას ამ პოსტზე "ჰაბიტუსიც" კი მოუწონა. 

საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთღტებული წარდგენა არ სჭირდება. წლების მანძილზე ის როგორც წარმატებული სპორტსმენი იცავდა ქვეყნის ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის დინამოს, ვლადიკავკაზის „ალანიას“, „მანჩესტერ სითის“, წამყვან შევიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. 
 

პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციებს  ქვეყნისთვის მნიშნელოვან ყველა საკითხზე.უკანასკნელი 8 წლის მანძილზე მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას. ის იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელიწადში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განტმიცებაში. პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის მისი ის თვისებები, რომელიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო გასნახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და 4 შვილის მამა. დარწმუნებული ვარ მიხეილ ყაველაშვილი დაუბრუნებს პრესზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

საგანგებო ბრიფინგზე ივანიშვილმა ასევე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუციის დაზინებასა და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. ოლიგარქმა ასევე მოქმედი პრეზიდენტის "უცხოური ძალის" გამტარებლად მოიხსენია. 

29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დაამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატიური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა. ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში, - თქვა ივანიშვილმა.  

მსგავსი სიახლეები