"საქართველომ შესაძლოა, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შანსი სამუდამოდ დაკარგოს“ - პეტერ ფიშერი
"საქართველომ შესაძლოა, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შანსი სამუდამოდ დაკარგოს“ - ამბობს საქართველოში გერმანიის ელჩი BM.ge -სთან ინტერვიუში და აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი, “ოცნების“პოლიტიკის გამო, გაურკევევლი დროით შეჩერებულია.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველო, დაახლოების ნაცვლად, შორდება ევროკავშირს.
"არჩევნების ჩატარების წესი არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით" - თქვა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჩარაერებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ივნისში და შემდეგ ოქტომბერში, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს და თავიანთ გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ესეც ჩაწერილია არავინ იწუხებს წაკითხვით თავს, მაგრამ გირჩევთ, რომ წაიკითხოთ. მთავრობა გეუბნებათ, რომ არაფერია შეჩერებული, თუმცა ჩვენ ვწყვეტთ რა არის შეჩერებული და რა არა, ამას კანდიდატი არ წყვეტს, ამიტომ შეჩერებულია. მე თუ მკითხავთ ვერ ვხედავ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამის პოზიტიურ ნიშნებს საერთოდ ვერ ვხედავ.
საქართველოს მთავრობის რიტორიკა გრძელდება, საქართველოს კანონმდებლობა მიღებულია, საქართველო, დაახლოების ნაცვლად, შორდება ევროკავშირს, გარდა ამისა არჩევნების ჩატარების წესი არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით. გერმანიაში ვინმეს თუ კითხავთ, უმეტესობას, რა თქმა უნდა , ჩვენ გვაქვს აზრთა დიდი მრავაფლეროვნება, მაგრამ ხალხის დიდი უმრავლესობა საქართველოს არჩევნებს თუ შეხედავს გეტყვით, რომ მათ ევროპაში არ სურთ. ასე რომ, არის კრიზისი და ვფიქრობ , რომ არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ შესაძლოა თქვენ ხელიდან გაუშვით თქვენი შესაძლებლობა“, - ამბობს ფიშერი.