ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება

27.11.24 13:15
ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება

საქართველოს მე-6 პრეზიდენტს სავარაუდოდ უმაღლესი განათლება არ აქვს - ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამდასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება. 

ყაველაშვილი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია - საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე კი პარლამენტარების ბიოგრაფიული მონაცემებია გამოქვეყნებული, რომელშიც წერია სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შესახებ მონაცემები. განათლების შესახებ ველი, სხვა დეპუტატებისგან განსხვავებით, ყაველაშვილის შემთხვევაში ცარიელია.

ის, რომ მიხეილ ყაველაშვილის უმაღლესი განათლება არ აქვს, მოწმობს 2022 წლის პარლამენტის აპარატის დოკუმენტიც.

აღნიშნულ წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორისადმი მიწერილი წერილის პასუხად, პარლამენტის აპარატი წერს, რომ ყაველაშვილის განათლების შესახებ მათთან დეპუტატის განათლების შესახებ დოკუმენტები არ ინახება. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყაველაშვილის სპორტულ კარიერაზე ისაუბრა და მას ამ პოსტზე "ჰაბიტუსიც" კი მოუწონა. 

მსგავსი სიახლეები