მადლობების სერია ერთპარტიულ პარლამენტში - ივანიშვილს კულტურის მომავალი მინისტრიც აქებს

27.11.24 14:10
მადლობების სერია ერთპარტიულ პარლამენტში - ივანიშვილს კულტურის მომავალი მინისტრიც აქებს

კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თინათინ რუხაძემ, პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, დაგემილ რეფორმებზე მეტი ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუზე“ ისაუბრა.

მან "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს და ამის ოჯახს  მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, სპორტის მიმართულებით, ფონდ “ქართუს“,  ასევე კულტურუული ძეგლების მიმართულებით ფონდს 800-ზე მეტი ძეგლი აქვს რეაბილიტირებული. ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. აღარ ვიტყვი ივანე ზოსიმეს ამბავზე-  ხელნაწერის შეზენის და გადმოცემის ამბავი ყველამ კარგად ვიცით. დიდ მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომ ასეთი მხარდაჭერა აქვს ქართულ კულტურას. მათ გარეშე ეს ამბავი არ გამოვიდოდა“, - განაცხადა რუხაძემ.

პარლამენტში მთავრობისთვის ნდრობის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს. მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საათია უსმენენ.

მსგავსი სიახლეები