„კოალიცია ცვლილებისთვის“ 19-ვე წევრმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებმა მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტში განაცხადი უკვე შეიტანეს. 19 ადამიანიდან საკანონმდებლო ორგანოში დღეს 18 ადამიანი იმყოფებოდა. ხათუნა სამნიძემ პარლამენტში მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, თუმცა მისი განაცხადაი ელენე ხოშტარიამ შეიტანა.
ნიკა მელია პირდაპირ ამბობს, რომ მანდატი, რომელზეც ის უარს ამბობს, საბჭოთა შენობაში შესასვლელი საშვია.
ის, რასაც დღეს ჩენ ვაკეთებთ, არ ნიშნავს, რომ ხალხის წარმომადგენლობაზე, ამომრჩევლის წარმომადგენლობაზე ვამბობთ უარს. ეს გზა გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე, „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენაზე და ახალ არჩევნებზე. ეს არის საბჭთა საქართველოს და არაფერი საერთო არ აქვს პარლამენტარიზმთან. არავინ მოიტყუოს, რომ ეს არის მანდატი, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. ეს არის საბჭოთა საქართველოში, საბჭოთა შენობაში საშვი, - ამბობს ნიკა მელია.
თვითგამოცხადებულ პარლამენტს ოპოზიციისთვის მანდატების ცახსნაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. იურისტები ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, ოპოზიციონერებს მანდატების გაუქმებაზე უთხრას.
მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც მიიღეს პირველი სხდომის მომენტიდან დღემდე, არის არალეგიტიმური. „ქართულ ოცნებას“ სხვა არაფერი დარჩენია, უნდა შეგვიწყვიტოს უფლებამოსილება. ამასთან დაკავშირებით ისინი საუბრობენ, რომ „ჩვენ გვაქვს ამის უფლება“, ვერ გვაიძულებენ, რომ ჩვენ იძლებით შევასრულოთ ჩვენი უფლებამოსილება გაყალბებულ არჩევნებში. გაყალბებულ პარლამენტში რომ მივიღოთ მონაწილეობა, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება. თუკი პარლამენტი ჩვენ არ შეგვიწყვეტს უფლებამოსილებას, მაშინ ჩვენ გამოვიყენებთ ასევე ასეთ უფლებამოსილებას - მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, - ამბობს „ცვლილებისთვის“ წევრი მაია კოპალეიშვილი.
რაც შეეხება "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას" და "ძლიერ საქართველოს", ისინი მანდატების გაუქმებაზე მსგავს განაცხადს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გააკეთებენ.