გენო პეტრიაშვილი ივანიშვილისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემას ითხოვს
"ქართული ოცნების" დეპუტატი გენო პეტრიაშვილი გამოდის ინიციატივით, ივანიშვილს უმაღლესი ჯილდო გადაეცეს. სპორტსმენი და პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს ჯილდო ოლიგარქს სპორტისა და კულტურის გვერდში დგომისთვის ეკუთვნის.
პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ ქართუსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ჩვენი სპორტის განვითარებისთვის ძალიან დიდი შრომა და თავდადება გასწია. პატარა ინიციატივით გამოვდივარ: ხომ არ აჯობებდა, რომ სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ასე გვერდში დგომისთვის, ამ თავდადებული კაცისთვის უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა". - თქვა პეტრიაშვილმა პარლამენტში, სადაც 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს.
ერთპარტიულ პარლამენტში ახლა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, კულტურისა და სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.