ჩხუბი საქალაქო სასამართლოში - აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ჩხუბი საქალაქო სასამართლოში - სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათ ფიზიკურად პირდაპირ სასამართლოს ეზოში გაუსწორდნენ.
ახალგაზრდები ძალადობის პროვოცირებაში და ორგანიზებაში სასამართლოს მანდატურის სამსახურს ადანაშაულებენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლოში ეზოში ერთ-ერთი აქტივისტის, ილია სეთურის მხარდასაჭერად ახალგაზრდები ბანერებით მივიდნენ.
ადგილზე ძალადობაში არა ერთხელ მხილებული პოლიციის მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძე გამოჩნდა. მას აქტივისტებმა წარსული შეახსენეს და კითხვები დაუსვეს, როგორ მოხდა კუდ-იდან გომელაურის უწყებაში.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით10 ნოემბრის გამართული საპროტესტო აქცია-მსვლელობის მონაწილე, ილია სეთური 500 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.
ილია სეთურის დაჯარიმების შემდეგ მისი მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰტვა.
მანდატურის სამსახურმა ახალგაზრდებს ბანერების გაშლა და ხმის გამაძლიერებლის გამოყენება აუკრძალეს.