სააკაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე - საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში

27.11.24 15:24
სააკაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე - საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში

საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში - ასე ეხმაურება ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტის კანდიდატად  მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, ბიძინა ივანიშვილის მიზანი "ქართული ერის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითებაა".

საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში. უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება. -  მიხეილ სააკაშვილის პოსტი სოციალურ მედიაში. 

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააკეთა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყაველაშვილის სპორტულ კარიერაზე ისაუბრა და მას ამ პოსტზე "ჰაბიტუსიც" კი მოუწონა. 

მსგავსი სიახლეები