სანქციები ივანიშვილს, კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და პაპუაშვილს - ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი ცნობილია

27.11.24 16:13
სანქციები ივანიშვილს, კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და პაპუაშვილს - ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი ცნობილია

ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი ცნობილია - ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან და კახა კალაძესთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილის, შალვა პაპუაშვილისა და ყველა იმ პირის დასაქნცირებას მოითხოვენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის უკან დახევაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები.

ევროპარლამენტარები ასევე დაჟინებით ითხოვენ, პერსონალური სანქციები გავრცელდეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიმღებ მოსამართლეებზე

ამასთან, რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში, რომელიც ხვალ, 28 ნოემბერს უნდა დამტკიცდეს, წერია, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენის მცდელობების გამო აქტივები გაუყინონ.

მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკან დახევაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციულ ძალადობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასწორ გამოყენებაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს და ეს სანქციები გავრცელდეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიმღებ მოსამართლეებზე. 

იმეორებს თავის მოწოდებას ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, დაუყოვნებლივ დაუწესონ მიზანმიმართული პირადი სანქციები ბიძინა ივანიშვილს და გაყინონ მთელი მისი აქტივები ევროკავშირის ფარგლებში მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებასა და ქვეყნის კონსტიტუციურად დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ, მათ შორის ქვეყანაში რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენის მცდელობების გამო.

თვლის, რომ გავრცელებული ფართო საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას, შედეგების ლეგიტიმურობას და საზოგადოების ნდობას ნებისმიერი ახალი მთავრობის მიმართ და რომ შედეგები არ ემსახურება ქართველი ხალხის ნების სანდო წარმომადგენლობას.აღიარებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბებულად ცნობას და მის გადაწყვეტილებას არ აღიაროს შედეგები. 

მიიჩნევს, რომ კენჭისყრის ლეგიტიმურობა სერიოზულად შელახულია დარღვევების სიდიდის გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები. შესაბამისად, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ აღიარებას და მოუწოდებს მათ არჩევნების ხელახლა ჩატარებას ერთი წლის განმავლობაში, პროცესის გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი რეზოლუციას ხვალ, 28 ნოემბერს დაამტკიცებს. რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტი გადაეცემა ევროკომისიას და მისი შესასრულებელი იქნება დოკუმენტში გაწერილი მოთხოვნები. 

მსგავსი სიახლეები