“ჰაიდელბერგ ცემენტი” ქართული ბაზრიდან გავიდა, ეს ტენდენცია კარგი არ არის“- ფიშერი

27.11.24 16:55
“ჰაიდელბერგ ცემენტი” ქართული ბაზრიდან გავიდა, ეს ტენდენცია კარგი არ არის“- ფიშერი

გერმანიიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციების ტენდენციაზე საუბრისას გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველოდან ისეთი მსხვილი გერმანული კომპანია გავიდა, როგორიც „ჰაიდელბერგ ცემენტი“ იყო.

ამის შესახებ მან „საქმიანი დილის“ რუბრიკაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია კარგი არ არის, რადგან ეს იყო გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია და მან თავისი წილი გაყიდა.

უახლესი მონაცემების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ვივარაუდებ, რომ ტენდენცია იკლებს და ჩემი პროგნოზით, შემცირდება, თუ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდება. ეს, უბრალოდ, არ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის. ეს არის პატარა ბაზარი, რომელიც არ არის ინტეგრირებული სხვა დიდ ბაზარზე. საქართველო ჩვენი დიდი ქალაქების ზომაა, ხომ ასეა? და ამჟამად, ინვესტიციაც კი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია, რომლებიც აქ ინვესტიციას არც თუ ისე დიდი თანხებით და არც თუ ისე მაღალი დამატებითი ღირებულების აქტივობით ახორციელებენ.

ისეთი კომპანიაც კი, როგორიც ჰაიდელბერგ ცემენტია, გავიდა ქართული ბაზრიდან. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მან თავისი წილი გაყიდა. ასე რომ, ტენდენცია კარგი არ არის“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

მსგავსი სიახლეები