როგორ აპირებს "ძლიერი საქართველო" უარი თქვას მანდატებზე - პოლიტსაბჭოს მიღებული დოკუმენტი მზადაა

27.11.24 17:15
როგორ აპირებს "ძლიერი საქართველო" უარი თქვას მანდატებზე - პოლიტსაბჭოს მიღებული დოკუმენტი მზადაა

საგანგებო თათბირი კოალიცია “ძლიერ საქართველოში“ -  შეჯერებულია გეგმა, თუ როგორ აპირებს კოლიცია უარი თქვას პარალამენტის მანდატებზე.

კოლციაში შემავალი ყველა პარტიის ლიდერი და სიის წევრი თანხმდება, რომ “პარლამენტს ლეგიტმაცია არ უნდა მიანიჭონ და ახლა მხოლოდ ბოლო პროცედურებია დარჩენილი.“

დოკუმენტი უკვე მზადაა, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება. 

ბიძინას ზოოპარკად გადაქცეულ დაწესებულებაში, სადაც გაურკვეველი ხალხი შეიკრიბა და გამოაცხადეს რომ ეს არის პარლამენტი, არავინ აპირებს მონაწილეობის მიღებას.როდესაც ეს სამრცხვინო, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, რომ მოგვმართეთო განცხადებითო, მათ რა უნდათ იცით? განცხადება იყოს ისეთი ფორმით, ვინმემ აღიაროს, რომ არსებოსბ საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა ტექსტით მივმართავთ ჩვენ იმ დაწესებულებას, რომელიც პირობითად არის არალეგიტიმური, დეფაქტო, თვითგამოცხადებული საოკუპაციო ორგანო. პარლამენტის თვამჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არ არსებობს, არის ვიღაც მოქალაქე, რომელმაც გამოაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეა, შესაბამისად, არალეგიტიმურ თავყრილობას, რომელმაც აღიარა არარსებული მანდატები, ისეთი ფორმით მივმართავთ, რომელიც იქნება ადექვატური“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები