ოლიგარქის უდიპლომო პრეზიდენტი

27.11.24 20:01
ოლიგარქის უდიპლომო  პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდიადან მიხეილ  ყაველაშვილამდე - ანუ უდიპლომო და სავარაუდოდ სანქცირებული საქართველოს პრეზიდენტი. პირველად ისტორიაში ქვეყანას ეყოლება მთავარსარდალი, რომელსაც უმაღლესი განათლება უბრალოდ არ აქვს.  სამაგიეროდ ის "კაცური კაცია, ქართული ჰაბიტუსით" -  ეს ივანიშვილის კრიტერიუმია, რითაც ყაველაშვილმა პრეზიდენტობა  დაიმსახურა. 

მომავალმა  უდიპლომო  პრეზიდენტმა  წინა ოთხი წელი პარლამენტში თავი ბილწსიტყვაობით დაგვამახსოვრა. პოლიტიკოსის ლექსიკონის ძირითადი იარაღი გინებაა. ყაველაშვილი დეპუტატის სკამიდან  აგინებდა კოლეგებს და აგინებდა დასავლეთს. 

ივანიშვილმა ყაველაშვილი ყველა სხვა ფავორიტზე წინ დააყენა. მათ შორის თამაშგარე დატოვა  ღარიბაშვილი, წულუკიანი, კალაძე და  თალაკვაძე.  

 

მსგავსი სიახლეები