დაპირისპირება და ანგარიშსწორება ახალგაზრდებზე - რა ხდებოდა სასამართლოს ეზოში და სასამართლო სხდომაზე
ხმაური, დაპირისპირება და ანგარიშსწორება ახალგაზრდებზე - სასამართლოს ეზო ხელჩართული ჩხუბის ეპიცენტრად 3 საათზე იქცა. სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ახალგაზრდების ჯგუფს ჯერ ფიზიკურად უსწორდებიან შემდეგ კი ეზოდან ყრიან და ჭიშკარს ბოქლომით უკეტავენ.
საქალაქო სასამართლოს ეზოში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდები აქტივისტების მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდნენ და შეძახილებით შეხვდნენ ილია სეთურის დაჯარიმებას. მშვიდობიან დემონსტრანტებს თან ჰქონდათ სპეციალური ბანერები. ფაქტმა სასამართლოს მანდატური იმდენად გააღიზიანა, რომ პროცესებიდან გამოვიდნენ და ახალგაზრდების ძალის გამოყენებით გარეთ გაყრა დაიწყეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ გოგონებს და ტექნიკა დაუმტვრიეს ბიჭებს.
აქტივისტების დაშინების ოპერაცია საქალაქო სასამართლოში დილიდან დაიწყო. პროცესებზე დაიბარეს თითქმის ყველა, ვინც აქციაზე იდგა და მოპარულ არჩევნებს აპროტესტებდა. ბრალდება ყველას იდენტური აქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდებს აქციაზე დგომას და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.