გამოძიება გაყალბებულ არჩევნებზე: მტკიცებულებები პროკურატურის ხელშია - რას იზამს გაბიტაშვილის უწყება?

27.11.24 20:22
გამოძიება გაყალბებულ არჩევნებზე: მტკიცებულებები პროკურატურის ხელშია - რას იზამს გაბიტაშვილის უწყება?

„ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი და პირიქით, ისინი მთხოვენ რომ დავუმტკიცო, არჩევნების გაყალბება“ - ამ განწყობით დატოვა ყოფილმა სახალხო დამცველმა საქალაქო სასამართლო, სადაც ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. 

საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციის, „ჩემი ხმის“ დამფუძნებელს დარჩა განცდა, რომ გაბიტაშვილის უწყება ცდილობს დაამტკიცოს, რომ ივანიშვილის გუნდს არჩევნები არ გაუყალბებია. 

ნინო ლომჯარია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მისი თქმით, პროკურორმა მოისმინა და ნახა არაერთი მტკიცებულება,  მათ შორის ფოტო და ვიდეო მასალები, ოქმები, საჩივრები, რაც ადასტურებს, რომ არჩევნები გაყალბდა. 

ყოფილი სახალხო დამცველის მიერ მიტანილი ყველა მტკიცებულება ახლა საგამოძიებო უწყების ხელშია. პროკურორმა უკვე იცის, შეეძლო თუ არა ცესკოს თავმჯდომარეს თავიდან აერიდებინა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. შესაბამისად, გაბიტაშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა სისხლის სამართლებრივ დევნას ცესკოს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

ფორმალური გამოძიება გაყალბებულ არჩევნებზე - ნინო ღვედაშვილი დეტალებით
 

მსგავსი სიახლეები