EU-ს შავი სია გაიზარდა - ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადება

27.11.24 20:26
EU-ს შავი სია გაიზარდა  - ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადება

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადება - 5 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ შედგენილი  რეზოლუციებიდან ევროპარლამენტის დეპუტატები ერთ ვარიანტზე უკვე შეჯერდნენ.

ევროპარლამენტის ხუთივე  უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანება თანხმდებ , რომ ევროკომისიამ და ევროსაბჭომ სანქციები უნდა დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს და ევროპის ტერიტორიაზე მთელი ქონება გაუყინონ. ივანიშვილთან ერთად ევროდეპუტატები კობახიძის, კალაძის, ღარიბაშვილის და პაპუაშვლის სანქცირებასაც ითხოვენ.

ასეთი მწვავე რეზოლუცია ევროპარლამენტს არასდროს შეუქმნია - დოკუმენტი დამტკიცების შემდეგ  ევროკომისიის ხელში აღმოჩნდება. სწორედ ურსულა ფონ დერ ლეეიენის გუნდს სთხოვს ევროპარლამენტი არჩევნების გაყალბების გამო ივანიშვილის გუნდის დასაქნცირებას.

გაყალბებული არჩევნების შედეგებს ევროპარლამენტის დეპუტატები არ აღიარებენ და მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ  საქართველოს მთავრობას ლეგიტიმაცია არ მისვენ, იქამდე სანამ ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ასობით ევროპარლამენტარი თვლის, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია შეუძლებელია. გამოსავალი ხელახალ არჩევნებშია, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ცესკოკს მიერ უნდა ჩატარდეს.

EU-ს შავი სია გაიზარდა - დეტალები ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები