პრეზიდენტი: ლაიენ, გილოცავთ - მჯერა, ევროკომისიის ახალი შემადგენლობა საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაში დაეხმარება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით დარჩენას და მანდატის გახანგრძლივებას ულოცავს.
ქვეყნის მთავარსარდალი იმედს გამოთქვამს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკომისიის ახალი შემადგენლობა საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაში დაეხმარება.
გილოცავთ, პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ თქვენს ახალ მანდატს. მე მჯერა, რომ თქვენ გააგრძელებთ იგივე მონდომებით, როგორც ადრე, უკრაინაში, საქართველოში და მოლდოვაში თავისუფლების, დემოკრატიის დაცვას და ევროპის გაძლიერებას.
ჩვენ, ქართველები, დღეს რთული პერიოდის წინაშე აღმოვჩნდით. გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაეხმარება ჩვენ ქვეყანას ევროპულ გზაზე დაბრუნებაში". - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის 26 კომისრისგან შემდგარი გუნდი დაამტკიცეს. ევროკომიის პრეზიდენტობის პოსტზე კვლავ ურუსლა ფონ დერ ლაიენი რჩება.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ჟოზეფ ბორელს შეცვლის და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გახდება. ევროკომისიაში თავდაცვისა და თავდაცვითი მრეწველობის კომისრის თანამდებობას ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსმი დაიკავებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის მოადგილე იქნება იტალიის წარმომადგენელი რაფაელ ფიტო. იგი, ასევე, რეგიონული დაფინანსებისა და რეფორმების კომისრის თანამდებობას დაიკავებს.