ივანიშვილის მონები პუტინის სურვილს ახმოვანებენ, რომ სააკაშვილი ციხეში ჩატოვონ - ირაკლი ნადირაძე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე დარწმუნებულია, რომ "ოცნება" პუტინის დავალებას ასრულებს, როდესაც სააკაშვილის ციხეში დაბრუნებით იმუქრება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მმართველ პარტიას და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს სურთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სისცოცხლე ციხეში დაასრულოს.
ამასთან, ირაკლი ნადირაძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი საპატიმროში პოლიტიკური მოტივებით ზის და ეს საერთაშორისო პარტნიორებმაც კარგად იციან.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის მონები ახმოვანებენ პირდაპირ ვლადიმერ პუტინის სურვილებს, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დარჩეს ციხეში და უფრო მეტიც, ამ ადამიანმა სისცოცხლე დაასრულოს ციხეში. ეს ყველამ კარგად იცის, რომ ის საერთაშორისო განცხადებები, რეზოლუციები, რომელსაც იღებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, პირდაპირ „ქაართული ოცნების“ იმიჯს ურტყამს და შესაბამისად, მათ იციან, რომ რაც არ უნდა ეცადონ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ გამოიყენონ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხვდება და კარგად იციან, რომ ეს ადამიანი ციხეში ზის პოლიტიკური მოტივებით, გამოგონილი საქმეებით და სრულდება პუტინის პირადი სურვილი და დაკვეთა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს თავისუფლებაზე, - ამბობს ნადირაძე.
"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაბრუნებით ემუქრება. ავტორი ნინო წილოსანია. მისი მტკიცებით, სააკაშვილი, რომელიც ექიმების დასკვნით რამდენიმე დაავადებას ებრძვის, ახლა ფუფუნებაში იმყოფება.