"პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეუძლია გამაერთიანებლის როლი ითამაშოს" - ჯაფარიძე
"პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეუძლია გამაერთიანებლის როლი ითამაშოს" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ათონელის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პრეზიდენტთან დაუხურლ კარს მიღმა შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
მას შეუძლია ითამაშოს გამაერთიანებლის როლი. პრეზიდენტი ზურაბიშვილი მსჯელობს ჩვენთან ერთად, რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯები. ის ფიქრობს თავის გეგმებზე. ამჯერად ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრა. არის ხოლმე მისი ინიციატივით. ამოცანა ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობას დაქსაქსოს საზოგადოება, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ გამთლიანების მცდელობა“,- განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შემდეგ, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები პრეზიდენტს შეხვდნენ. აუდიენცია მოულოდნელად ჩაინიშნა და დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მხარეებმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, რომლითაც საქართველო ჩიხიდან უნდა გამოიყვანონ და ევროპულ გზაზე დააბრუნონ.
"პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტთან დღეს შეხვედრას კოალიცია "ცვლილებებისთვისაც" გამართავს. როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, ათონელის რეზიდენციაში ელენე ხოშტარია მივა.