საგანგებო შეხვედრა ორბელიანების სასახლეში - "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა პრეზიდენტთან აუდიენცია გამართეს

28.11.24 15:03
საგანგებო შეხვედრა ორბელიანების სასახლეში - "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა პრეზიდენტთან აუდიენცია გამართეს

საგანგებო შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში - საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შემდეგ, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები პრეზიდენტს შეხვდნენ. 

აუდიენცია მოულოდნელად ჩაინიშნა და დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მხარეებმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, რომლითაც საქართველო ჩიხიდან უნდა გამოიყვანონ და ევროპულ გზაზე დააბრუნონ.

ჩვენ გვჭირდება ერთობა. ჩვენ გვჭირდება ერთობა ოპოზიციურ მხარეს და გვჭირდება იმ მანდატების დაცვა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ჩვენმა მოქალაქეებმა მისცეს. მაგრამ, როგორც ვხედავთ, "ქართული ოცნება" აგრძელებს სპეცოპერაციას. ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით და უამრავი გეგმა გვაქვს, როგორ გავაკეთოთ ეს. (ახალი პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით) არ გვისაუბრია. რაც შეეხება ახალ პრეზიდენტს, ის ისევე არალეგიტიმურია, როგორც საქართველოს პრეზიდენტი", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

"პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტთან დღეს შეხვედრას კოალიცია "ცვლილებებისთვისაც" გამართავს. როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, ათონელის რეზიდენციაში ელენე ხოშტარია მივა. 

ასევე ნახეთ:

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ პოლიტიკური დემარში გრძელდება - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" 14-ივე დეპუტატი საპარლამენტო მანდატებზე უარას ოფიციალურად ამბობს

ამასთან, კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრებმა მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტში განაცხადი გუშინ, 27 ნოემბერს შეიტანეს

რაც შეეხება "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას", ისინი მანდატების გაუქმებაზე მსგავს განაცხადს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გააკეთებენ. 

მსგავსი სიახლეები