"ძლიერი საქართველოს" დეპუტატებმა საპარლამენტო მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვეს

28.11.24 13:11
"ძლიერი საქართველოს" დეპუტატებმა საპარლამენტო მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვეს

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ პოლიტიკური დემარში გრძელდება - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" 14-ივე დეპუტატი საპარლამენტო მანდატებზე უარას ოფიციალურად ამბობს.

ამ წუთებში პროდასავლური პოლიტიკური ერთობის ლიდერები საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან და ინდივიდუალურ განცხადებებს წერენ, რომლითაც საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. 

ბუნებრივია, ეს ჩანდა კიდევაც, როდესაც ირაკლი კობახიძემ კონსტიტუცია გადაწერა. მათ უნდათ, რომ ჩვენ მივმართოთ პატივისცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ისინი აქ ნორმალურად არიან შეკრებილები. ეს არის აბსურდი. ფორმალურია პროცედურა, რომ განცხადება აქ ჩავაბაროთ, მაგრამ არაფერი პატივისცემა და პარლამენტად აღიარება არ იქნება. ხალხმა ჩვენ აგვირჩია, დიდი მადლობა. მოგვცა ნდობა, მაგრამ მოგვცა იმისთვის, რომ გავიტანოთ რეფორმები, კანონები მივიღოთ, ევროკავშირში შევიყვანოთ, მოსამართლეების ეს კლანი უნდა გავუშვათ და ხელფასები ავწიოთ. ამ გარემოში ამის გაკეთების შესაძლებლობა არ გვექნება", - ამბობს ანა დოლიძე. 

ცნობისთვის, საპარლამენტო სიების ჩახსნის შემდეგ, ოპოზიციამ მანდეტებზეც თქვა უარი. კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრებმა მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტში განაცხადი გუშინ, 27 ნოემბერს შეიტანეს

რაც შეეხება "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას", ისინი მანდატების გაუქმებაზე მსგავს განაცხადს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გააკეთებენ.  

მსგავსი სიახლეები