"პრეზიდენტთან კონსულტაციები სტრატეგიულ ამოცანებზე გვქონდა" - ხოშტარიამ ორბელიანების სასახლე დატოვა
საქართველოს პრეზიდენტთან ათონელის რეზიდენციაში აუდიენცია კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამაც გამართა.
შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მედიასთან განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარსარდალთან კონსულტაცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და სტრატეგიულ ამოცანებზე გაიარა.
მე მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს მთელი ამ კრიზისის განმავლობაში აქვს ისტორიული მისია და უნარი, რომ ეს როლი შეასრულოს როგორც ქვეყნის შიგნით - საზოგადოების გამთლიანებაში, გაერთიანებაში, პოლიტიკური სპექტრის მათ შორის, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს რა კონკრეტულ ფორმებს შეიძენს, ეს მისი გადასაწყვეტია. მე უბრალოდ საუბარი მინდოდა პოლიტიკურ პროცესზე, კონსულტაცია გვქონდა. ყველა მიმართულებით ვიმსჯელეთ, რაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანებია. ეს არის არაღიარება, ამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია", - ამბობს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, დღეს, 28 ნოემბერს, ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტთან კონსულტაციები კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმაც გამართეს.