ექსკლუზივი: "პირველების" გამოჩენის შემდეგ, "ოცნების" პრივატული ღონისძიება დაიშალა - რესტორანი პრემიერმა დატოვა (ვიდეო)

28.11.24 22:25
ექსკლუზივი: "პირველების" გამოჩენის შემდეგ, "ოცნების" პრივატული ღონისძიება დაიშალა - რესტორანი პრემიერმა დატოვა (ვიდეო)

 

 

წყნეთში, "ქართული ოცნების" პრივატული ღონისძიება დასრულებულია - რესტორანი "კაკლები" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ტვ პირველის" გამოჩენიდან მალევე დატოვა. 

დადასტურდა ის რასაც "ტვ პირველი" ექსკლუზიურად ჰყვებოდა: ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ, სადაც "ქართულმა ოცნებამ"  ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხის დაყენებაზე უარი თქვა, ივანიშვილის პარტიის ლიდერები რესტორანში შეიკრიბნენ.

კადრებში, რომელიც "პირველების" კორესპონდენტმა ექსკლუზიურად გადაიღო, პრემიერთან ერთად მისი მთავრობის წევრებიც ჩანან.  მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, კულტურის ახალი მინისტრი თინათინ რუხაძე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და ა.შ.

არცერთმა მათგანმა "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. მეტიც, პრემიერის დაცვა, ცდილობდა ლიზა ლასარეიშვილი პრემიერს არ მიახლოებოდა. 

მსგავსი სიახლეები