პრეზიდენტი რუსთაველზე დგას: წინააღმდეგობა არ დამთავრდება, სანამ ახალ არჩევნებს არ მივიღებთ

28.11.24 23:25
პრეზიდენტი რუსთაველზე დგას: წინააღმდეგობა არ დამთავრდება, სანამ ახალ არჩევნებს არ მივიღებთ

 

 

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას - სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. 

"პირველებთან" გაკეთებულ კომენტარში ქვეყნის მთავარსარდალი ამბობს, რომ   წინააღმდეგობა არ დამთავრდება, სანამ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება:

„დღეს საზოგადოებას ყველაფერი ვუთხარი. ყველას მოვუწოდე. მე აქ ვარ. ამ ხალხთან ერთად. ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ეს არის მიზანი, შიგნით და გარეთ. ვმუშაობ, რომ ამაში გვქონდეს სრული მხარდაჭერა. არ უნდა დავნებდეთ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

  • პრეზიდენტი მოქმედებაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს.
  • განცხადების გაკეთებამდე პრეზიდენტი ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.