"იმედი მაქვს, ესტონეთში საქართველოს ელჩი ბატონი ბერძენიშვილის მაგალითს მიყვება" - მიხელსონი

29.11.24 22:10
"იმედი მაქვს, ესტონეთში საქართველოს ელჩი ბატონი ბერძენიშვილის მაგალითს მიყვება" - მიხელსონი

"იმედი მაქვს, რომ ესტონეთში საქართველოს ელჩი ბატონი ბერძენიშვილის მაგალითს მიყვება" - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ზე წერს.

ცნობისთვის, დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს ელჩი ბულგარეთში, ოთარ ბერძენიშვილ თანამდებობიდან გადადგა. დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, "არა ძალადობას, სრული სოლიდარობა მშვიდობიანი პროტესტანტებს".

შეგახსენებთ, პროტესტის ტალღამ გუშინ იფეთქა. თბილისში, 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები