ბულგარეთში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი გადადგა
საქართველოს ელჩი ბულგარეთში, ოთარ ბერძენიშვილ თანამდებობიდან გადადგა -ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური მან ქსელით გაავრცელა და დაწერა, რომ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება ოფიციალურად დაწერა.
არა ძალადობას, სრული სოლიდარობა მშვიდობიანი პროტესტანტებს - წერს ბერძენიშვილი გავრცელებულ წერილში.
"ამ საჯარო განცხადებით, მე ვაცხადებ რომ, ოფიციალურად წარვადგინე განცხადება ბულგარეთში საქართველოს ელჩობის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში (ორ დეკადაზე მეტი) მე ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვცდილობდი საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაყვანასა და ძლიერი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის შენებას ჩვენს მეგობრებთან, განსაკუთრებით კი ამერიკასთან. ჩვენი დაუღალავ ძალისხმევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეცალოს საფუძველი" - წერს ბერძენიშვილი.