ამირან გამყრელიძე მადლობას უხდის ncdc-ის იმ თანამშრომლებს, რომლებიც “ოცნების” გადაწყვეტილებას გაემიჯნენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ncdc-ის თანამშრომლებს მადლობას უხდის.
საუბარია, NCDC-ის 100-ზე მეტ თანამშრომელზე, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაემიჯნენ.
მათი თქმით, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას.