მასწავლებლების განცხადება: მოვითხოვთ, ხელისუფლებამ კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნოს ჩვენი სახელმწიფო

29.11.24 23:25
მასწავლებლების განცხადება: მოვითხოვთ, ხელისუფლებამ კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნოს ჩვენი სახელმწიფო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის საჯარო სკოლების მასწავლებლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. 

ხელმომწერები მოითხოვენ: 

1. დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება;

2. ხელისუფლებამ კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნოს ჩვენი სახელმწიფო”

„წლებია ვემსახურებით განათლების სისტემას, რომლის ევროპული მომავალიც საფრთხეშია, რადგან მოქმედმა ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, მისი 78-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მომავალი თაობებისთვის იკეტება ცივილური სამყაროს კარი, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს"-  ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები