სპეცრაზმმა მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო - ნიღბიანები მოქალაქეებს ხმის გამძლიერებლებიდან აგინებენ
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმმა დაკავებები დაიწყო - "პირველების" კორესპონდენტის ცნობით, ნიღბიანებმა სპეციალურ კორდონში შეათრიეს მოქალაქეები და ძალის გამოყენებით დააკავეს.
მანამდე საპოლიციო ძალებმა ადგილზე გაუშვეს ე.წ. წიწაკის სპრეი.
ამასთან, რობოკოპები მოქალაქეებს ხმის გამძლიერებლებიდან აგინებენ და ემუქრებიან.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ “რუსებო, რუსებო!”.
ტერიტორიაზე პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლს.