რასა იუკნევიჩიენე: დაუყოვნებლივი ქმედებაა საჭირო საქართველოს დემოკრატიის დასაცავად
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე დასავლეთს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
"დაუყოვნებლივი ქმედებაა საჭირო საქართველოს დემოკრატიის დასაცავად"- დაწერა მან რამდენიმე წუთის წინ.
ევროპარლამენტში უკვე დააინიცირდა წერილი, სადაც ივანიშვილის გუნდის დასანქცირებაა მოთხოვნილი.
ევროპარლამენტში კოლეგა დეპუტატებთან ერთად დავაინფიცირე წერილი, რომელიც მიუწოდებს [უმაღლეს წარმომადგენელს] კაია კალასს და ევროკავშირს სანქციები შემოიღონ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო თაღლითობაზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებაზე. დაუყოვნებლივი ქმედებაა საჭიროა საქართველოს დემოკრატიის დასაცავად," - წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.