დანია შეშფოთებულია საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო - რასმუსენი

30.11.24 01:24
დანია შეშფოთებულია საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო - რასმუსენი

"დანია შეშფოთებულია საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული გადამეტებული ძალის გამო" - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი სოციალურ ქსელში წერს.

ლარს ლოკე რასმუსენი აღნიშნავს, რომ დანია ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. 

დანია შეშფოთებულია საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილებიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული გადამეტებული ძალის გამო. დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელთა დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ცრემლსადენი გაზის ალშია გახვეულია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, აქციაზე სულ მცირე 6 პირია დაკავებული. 

მსგავსი სიახლეები