პრეზიდენტი: ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხი უნდა აგონ

30.11.24 01:31
პრეზიდენტი: ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხი უნდა აგონ

რუსული სტილის რეპრესიები - ასე აფასებს  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეცრაზმის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევის ფაქტს. 

მისი თქმით, ძალის გადამეტებაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს.

"ისევ თვითმხილველნი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ", - წერს პრეზიდენტი X-ზე.

მსგავსი სიახლეები